„ლიბერთი ბანკის“ ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

„ლიბერთი ბანკის“ ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

თიანეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა  თაღლითობისა და თანხის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში, 1982 წელს დაბადებული ვაჟა ბ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2012 წლის ოქტომბერში, ს.ს. „ლიბერთი ბანკის" გლდანის მე-4 სერვის-ცენტრის მენეჯერად მუშაობის პერიოდში, ჩატარებული ფინანსური მაქინაციების შედეგად, მიითვისა და თაღლითურად დაეუფლა ს.ს „ლიბერთი ბანკის" კუთვნილ 20 720 ლარს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: