პრეზიდენტის ვეტო უკვე პარლამენტშია

პრეზიდენტის ვეტო უკვე პარლამენტშია

ამნისტიის შესახებ კანონი პრეზიდენტმა საკუთარი შენიშვნებითურთ პარლამენტს უკან დაუბრუნა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით , პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია.  

შევა თუ არა ვეტოს დაძლევის საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში, ეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდება. მანამდე კი მმართველი გუნდი პოზიციების შეჯერებას უმრავლესობის სხდომის ფორმატში შეეცდება.

ამასთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ მზად იყვნენ, როგორც კი პრეზიდენტის ვეტო პარლამენტს წარედგინებოდა, მაშინვე საკითხი სესიაზე გაეტანათ და მისი დაძლევისათვის ეყარათ კენჭი. ვეტოს გადალახვას 89 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: