მაჰმუდ აბასი პალესტინის სახელმწიფოს მართვის ისრაელისთვის გადაცემით იმუქრება

მაჰმუდ აბასი პალესტინის სახელმწიფოს მართვის ისრაელისთვის გადაცემით იმუქრება

 

პალესტინის პარლამენტის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით,  იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს და ისრაელი კვლავ განაგრძობს  მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებლობას, ის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დათხოვნის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ აბასმა გაზეთ "Гаарец“–სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ამ საკითხის პროგრესულად გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბასი პირობას დებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს მართვას ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს გადასცემს. 

 

„თუ არჩევნების შემდეგაც პროგრესს ვერ დავინახავ, პირობას ვდებ, რომ დავურეკავ ნეთანიაჰუს და ვეტყვი: ძვირფასო მეგობარო, ბატონო ნეთანიაჰუ, გეპატიჟებით მუკატაში. თავისუფლად მოკლათდით ჩემს სავარძელში და აიღეთ ხელში სახელმწიფო მართვის სადავეები. ამიერიდან, თქვენ იქნებით პალესტინის ავტონომიურობაზე პასუხისმგებელი“, – აცხადებს აბასი. 

 

აბასმა ასევე დასძინა, რომ მას არ სურს, გაეროში პალესტინის დამკვირვებლის სტატუსი გამოიყენოს და  ისრაელის ქმდებები საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივროს. თუმცა, მისივე თქმით, დიპლომატიური მარცხის შემთხვევაში, მას სხვა გამოსავალი არ დარჩება. 

 

ინტერვიუს ჩაწერამდე, მუჰამედ აბასი მუკატაში, რამალის სამთავრობო კომლპექსში იმყოფებოდა, სადაც ის ისრაელის მემარცხენე პარტიის "Мерец"–ის ლიდერს, ზაჰავა გალონს შეხვდა. გალონი აბასს თავისი პარტიის დიპლომატიურ გეგმებზე ესაუბრა, რომელიც,მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისკენ არის მიმართული. გაზეთ "Гаарец"–ის ინფორმაციით, პარტიათა უმრავლესობა იანვრის არჩევნებამდე შეძლებისდაგვარად ცდილობს პალესტინის საკითხზე დისკუსიას თავი აარიდოს. 

 

გაეროს გენერალურიასამბლეის გადაწყვეტილებით, 2012 წლის ნოემბრის ბოლოს პალესტინას დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. მალევე ისრაელმა თავისი გეგმების – ებრაული დასახლებების ექსპანსიის შესახებ განაცხადა.ხოლო დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ისრაელის დასავლეთ სანაპიროს სამხრეთ ნაწილში ხუთასზე მეტი სახლის აშენებაიგეგმება, რომელიც მომავალში ქალაქის მშენებლობის საფუძველი იქნება. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: