Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
29-12-2012, 13:44
ნანახია: 1974

აშშ–ს ფისკალური გარღვევა ემუქრება

აშშ–ი ფისკალური გარღვევების თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები დაიწყო. პრეზიდენტი ობამა, რომელსაც ამ საკითხის  გამო ჰავაიზე საშობაო არდადეგების შეწყვეტა მოუხდა, საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

 

თეთრ სახლში პირველ პირსა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ექსპერტებმა შეხვედრებს  მდგომარეობის ხსნის თავგანწირული მცდელობა უწოდეს. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა  დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ამჟამად  სენატში მუშაობენ კანონპროექტზე, რასაც კენჭისყრაზე  კონგრესის ორივე პალატაში გაიტანენ. კონგრესს სულ 4 დღე რჩება იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს და ქვეყანა ე.წ. ფისკალურ გარღვევას გადაარჩინოს. 

 

შეგახსენებთ, რომ ფისკალური გარღვევა მაშინ ხდება, როდესაც საგადასახადო შეღავათების შეწყვეტა სახელმწიფო ხარჯების შეკვეცას ემთხვევა. კომპრომისის არარსებობის შემთხვევაში კი, აშშ–ში, იანვრის დასაწყისში, ფისკალური გარღვევა გარდაუვალი იქნება.