Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
29-12-2012, 13:45
ნანახია: 2125

სოზარ სუბარი:  პატიმარმა თემურ კორტავამ თავი ჩამოიხრჩო

სასჯელაღსრულების მინისტრის,  სოზარ სუბარის განცხადებით, სათვალთვალო კამერით გადაღებულ  ვიდეომასალაში ჩანს, რომ რუსთავის №6 დაწესებულების პატიმარმა, თემურ კორტავამ თავი ჩამოიხრჩო.

 

სუბარი  თემურ კორტავას მკვლელობის ვარაუდს ფაქტების არარსებობის გამო უსაფუძვლოდ მიიჩნევს.  

 

"იგი გადაიყვანეს სპეციალურ ოთახში, სადაც სათვალთვალო კამერით კონტროლი უნდა განეხორციელებინათ. უშუალოდ ის კონტროლიორი, რომელსაც უნდა ეყურებინა მონიტორებისთვის, გასული იყო იმ მომენტში ოთახიდან, რაც მისი მხრიდან დარღვევაა. თუმცა დარღვევაა თუ დანაშაული, ამაზე პროკურატურა იმსჯელებს, რომელსაც მოკვლევის მასალები უკვე გადაეგზავნა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მინისტრის თქმით, სუიციდის ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

 

"დაახლოებით ოთხნახევარი წუთი გრძელდება მოსამზადებელი სამუშაო და შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში რომ დაენახათ, ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. აშკარაა გულგრილობა და უყურადღებობა. სავარაუდოდ, პროკურატურა დასჯის იმ ადამიანს, ან ადამიანებს, ვისაც ბრალი მიუძღვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მინისტრის თქმით, შეიძლება ისიც დარღვევად ჩაითვალოს, რომ თემურ კორტავა სამარტოო საკანში შეიყვანეს.

 

მსჯავრდებული თემურ კორტავა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, 24 დეკემბერს, №6 დაწესებულების №1 ახალი სარეჟიმო კორპუსის №4 საკანში  ჩამომხრჩვალი იპოვა.