Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
29-12-2012, 14:39
ნანახია: 3086

ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპული პოლიციელების შვილებს საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, თბილისში და საქართველოს  ყველა რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს  დაღუპული პოლიციელების შვილებს კომპიუტერული ტექნიკა და საახალწლო საჩუქრები  გადასცა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მცხოვრები დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები  საახალწლო ღონისძიებაზე სამინისტროს შენობაში  მიიწვია. მინისტრმა მათ ახალი წლის დადგომა მიულოცა და ბავშვები პლანშეტური კომპიუტერებით  დაასაჩუქრა.   

 

მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესვე, საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ  დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს  საახალწლო საჩუქრებად  ნოუთბუქები გაეგზავნათ.