Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
29-12-2012, 15:52
ნანახია: 4281

გია ხუხაშვილი: ნიკა გვარამია რეჟიმის მსხვერპლია!

საზოგადოებრივი კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. ის კონკრეტული პირების ნაცვლად რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს. მისი განცხადებით, მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის სისტემა იმდენად დანაშაულებრივი იყო, პასუხისმგებლობა რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს მოუწევს. მათ ხუხაშვილი რეჟიმის მსხვერპლებად მოიხსენიებს. ამიტომ ექსპერტი თანამდებობრივი ამნისტიის მომხრეა და მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს გარკვეული დროით საჯარო სამსახურებში მუშაობა უნდა აეკრძალოთ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც ამ მისიას საკუთარ თავზე აიღებს. 

 

„მიმაჩნია, რომ  ნიკა გვარამია რეჟიმის მსხვერპლია. დარწმუნებული ვარ, რომ მას პირადად იმ თანხიდან არ უსარგებლია, როგორც არც კახა დამენიას და არც ხეთაგურს. ეს ადამიანები  გაურკვევლობაში არიან. მე ვფიქრობ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ამ ყველაფრის ამნისტირება უნდა მოხდეს“, – აცხადებს ხუხაშვილი.