ტრადიციის ერთგულობა თუ ველურობა?!

ტრადიციის ერთგულობა თუ ველურობა?!

დღეს ქართველმა ერმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა-გეი-აღლუმი არ შედგა და ჩვენც ღვთის რისხვას გადავურჩით!

რა თქმა უნდა,ბევრი რწმენით და გააზრებით მივიდა აქციაზე,მაგრამ იყვნენ ისეთებიც,რომელთაც იქ დგომა თავიანთი ქართველობის გამო საჭიროდ მიაჩნდათ.შეიძლება ზოგიც სეირის საყურებლად იყო მისული.მთავარია,ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ძეშეცდომილებს ჩვენი დაცინვისა და რუსთაველზე "გასეირნების" საშუალება არ მიეცათ.

ნაკლებად მაინტერესებს,ვინ რა შეფასებას მისცემს დღევანდელ აქციას-უნდათ ველურები გვეძახონ და უნდათ ჩამორჩენილები,მეუფე იაკობისა არ იყოს,დღეს საქართველომ თავისი იდენტობა დაამტკიცა!მადლობა უფალს ამისათვის.

რადგან მეუფე იაკობი ვახსენე,აქვე ვიტყვი,რომ დღეს ქართულმა ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა-მათ შეურაცხყოფისგან გამძვინვარებულ მასას (ადამიანთა ჯგუფს) საშუალება არ მისცეს შურისძიება მასშტაბური ყოფილიყო.არადა,ამის საშიშროება ნამდვილად არსებობდა.კატეგორიულად არ ვეთანხმები ზოგიერთი კოლეგა-ჟურნალისტის თუ ე.წ. პოლიტიკოსის შეფასებას,რომ დღეს სამღვდელოებამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა-პირიქით,ისინი იყვნენ ცოცხალი მაგალითი იმისა,რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში თავისი რჯულის დასაცავად ერი და ბერი ერთად უნდა იდგეს!ჩვენ ერთხელ კიდევ დავამტკიცეთ,რომ წმინდა იდეალების (ამ შემთხვევაში რწმენის) ერთგულება შეგვიძლია...

მინდა განსაკუთრებით სიამაყით ავღნიშნო ქართული პოლიციის სწორი და დაბალანსებული პოზიცია-მათ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს,რომ სისხლის გუბეები თავიდან აგვეცილებინა!ეს არა მარტო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, არამედ მოქალაქეობრივი (ეროვნული) პოზიციის

დაფიქსირებაცაა და არსებითად განსხვავდება "ნაციონალური" რეჟიმის პოლიციის ქმედებებისგან. მადლობა მათ ამისათვის.

როგორც მოსალოდნელი იყო, დღევანდელ აქციას გულისამრევი შეფასებები უკვე მოჰყვა და ხვალ-ზეგ უფრო "მწვავე" და შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც არ დაიშურებენ, მაგრამ ეს უფრო სასარგებლოა ჩვენთვის - ყველა თვითლუსტრაციას აკეთებს და ჩვენ საშუალება გვეძლევა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. 

ვწუხვარ, რომ "იდენტობას" იდენტური შედეგი არ გამოუვიდა და შესაძლოა შეპირებული გრანტები ვერ მიიღონ, მაგრამ ერთ რამეში ალბათ დარწმუნდნენ - როგორც წმინდა წერილები გვაუწყებენ (ამას ქართველი წმინდანებიც ადასტურებენ), ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს!

სატანის პირველი შეტევა მოგერიებულია . ვემზადოთ ახალი ბრძოლებისთვის!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: