მოჩვენებითი ჟიმჟიმი, თუ გეგმაზომიერი განადგურება?!

მოჩვენებითი ჟიმჟიმი, თუ გეგმაზომიერი განადგურება?!

მოკლედ, „ნაცებს“ მაგარი ჟიმჟიმი აქვთ. წარსულში მათი „ხერხემლის“-ყოვლისშემძლე ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამ გუნდში დიდი აჟიოტაჟი შეიტანა. ივანიშვილის მიერ მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისას „კარგ მენეჯერად“ აღიარებული პოლიციური სისტემის „არქიტექტორი“ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. რამდენად პრინციპული და თანმიმდევრული იქნება დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მალე გაირკვევა. თუმცა, სამართლიანობის აღდგენა მარტო დაპატიმრებების სერიას არ გულისხმობს. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ სისტემის დემონტაჟი, რომელიც 9 წლის მანძილზე სულს უხუთავდა, მეტიც, ანგრევდა საზოგადოებას! ამასთან, მთავარია, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დატუსაღება ერთჯერადი აქტი და „დამაწყნარებელი აბები“ არ აღმოჩნდეს სამართლიანობის აღდგენას მოწყურებული ადამიანთა უმრავლესობისთვის...
თუ ხელისუფლების მიერ აღებული გეზი მოჩვენებითი არ არის და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ გაჩენილი ბზარის „ამოვსებას“ არ ითვალისწინებს,„ნაციონალურ მოძრაობას“ 24 საათიან რეჟიმში გადასვლა ნამდვილად ვერ უშველის. ვერც იმაზე აპელირება მოუტანთ ხეირს, რომ ივანიშვილმა მათი გეგმაზომიერი განადგურება დაიწყო. „ნაცების“ ოდიოზური ფიგურების და მათი მხარდამჭერების მიერ გაკეთებული კომენტარები და სასაცილომდე დასული მუქარები გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის რეჟიმს, მაპატიეთ და ერთი ადგილის ჟიმჟიმი დაეწყო. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ, უგულავას ომახიანი და მონოტონური ხმა გუშინ არ გამიგია. შეიძლება რიგს ელოდება. თუ არ გაასწრო, არ გამოვრიცხავ, რომ მანაც თავისი თანაგუნდელების ბედი გაიზიაროს. მე პირადად დაჭერების სერია დიდად არ აღმაფრთოვანებს. ჩემთვის მთავარია, რა იმალება ამ გადაწყვეტილების მიღმა და საით მიდის ახალი ხელისუფლება-შეასრულებს თუ არა წინასაარჩევნო დაპირებებს და განახორციელებს თუარა სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: