Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
27-06-2013, 17:38
ნანახია: 948

ვის თარგზე მოიჭრა კონსტიტუცია?

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივასთან დაკავშირებით (პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყება) განმარტებას აკეთებს და გვარწმუნებს, რომ ეს დროში გაწელილი და არარეალური პროცედურაა.

 

მართალს ბრძანებს ბატონი ვახტანგი _ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო ნამდვილად არ არის საკმარისი იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად (მე თქვენ გეტყვით და საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები თავს მოიკლავენ სააკაშვილის სამშობლოს ღალატში, ან სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდების წარდგინებით!), მაგრამ, პროცედურის დაწყება აუცილებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იქნება პრეცედენტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალში სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს წარმოაჩენს. მეორეც, ადვილად შესაძლებელია ეს გახდეს იმპულსი ქართული საზოგადოებისთვის- გამოვიდეს ქუჩაში და აიძულოს ისედაც ვადაგასული პრეზიდენტი, მიიღოს გადადგომაზე გადაწყვეტილება. მესამეც, თავიდან ავიცილებთ კონსტიტუციური ანომალიის ამოქმედებას, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებდა და სუსტი სახელმწიფოს მეთაურის და ძლიერი პრემიერ-მინისტრის მოდელს გვთავაზობდა.

 

ეს მოდელი განსაკუთრებით მიუღებელია დღეს - ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადების შემდეგ (იგულისხმება ხელისუფლებიდან მისი ნაადრევად წასვლა).

 

თუ საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში დაინიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მართვაზე პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ჩვენვის ჯერ კიდევ გაურკვეველ პიროვნებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის ნდობის მანდატით იქნება აღჭურვილი _ იმ პარლამენტისა, რომლის 40 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობაა“.

 

გამოსავალი _ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყება „ქუჩის მუსიკის“ თანხლებით.