საქართველო ისევ დილემის წინაშეა!

საქართველო ისევ დილემის წინაშეა!

ისეთი რაღაცები მესმის. ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, ერთ დასკვნამდე მივედი ტვინი გამოგვირეცხეს და როგორც მოეპრიანებათ, ისე გვაბუქნავებენ! როცა გვეუბნებიან, რიონი აღმა მიდისო-შხუილ-შხუილითო -ვპასუხობთ... ყველაფრისადმი ზედაპირული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა ,შურმა და ბოღმამ წალეკა ქვეყანა და მერე გვიკვირს, რატომ ვართ,ასეთ გაუსაძლის პირობებში. უმრავლესობა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს-ყველას და ყველაფერს გადაუვლის, ოღონდ თვითონ იყოს „კარგად“. არც აინტერესებს, ეს დროებითი „კარგად ყოფნა“ რა ზიანს მოუტანს საკუთარ ქვეყანას და შთამომავლობას. სხვა ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ, ობიექტური აზროვნების უნარიც დავკარგეთ_ვიღაცამ„დაგვარწმუნა“, რომ ევროპული ფასეულობები უკრიტიკოდ უნდა ვაღიაროთ და ვინც არ ეთანხმება, ყველა ჩამორჩენილი და სამშობლოს მოღალატეა. არადა, ეს ის ევროპაა, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას აკანონებს და შენც გაიძულებს, იგივე გააკეთო. სხვანაირად ევროპული ოჯახის წევრი არ გახდები. კი მაგრამ,რატომ არ მეკითხებიან, მინდა თუ არა მე ასეთი ოჯახის წევრობა?! აგერ აგრესორმა და არადემოკრატმა რუსეთმა სასტიკი ომი გამოუცხადა ლგბტ_ს და კანონის დონეზე აკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება და ტვინგადაბრუნებულები მეუბნებიან,არ გაიხედო რუსეთისკენ, რადგან, ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული და საქართველოს დაუძინებელი მტერიაო. რა თავში ვიხლი ტერიტორიებს, თუ საქართველომ თავისი იდენტობა დაკარგა, თავის ტრადიციებს უღალატა?! ერთი რამ დანამდვილებით მწამს, საქართველო თავის დაკარგულ ტერიტორიებს ნამდვილად დაიბრუნებს,მაგრამ, თუ საკუთარი სახე დაკარგა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციებს ზურგი აქცია, ამას ვერასოდეს დავიბრუნებთ და არც უფალი გვაპატიებს.

სამწუხაროდ, დღეს რა გვინდა და რატომ გვინდა. ძალიან ბევრი „მიმტკიცებს“, რომ აუცილებლად მარგველაშვილი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად,მაგრამ ,არავინ იცის, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ_რა დამსახურებისთვის,რა განსაკუთრებული წარსულის გამო. ის, რომ ივანიშვილის ფავორიტია,მე ბევრს არაფერს მეუბნება. პირიქით, კრიტიკულად განმაწყობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ივანიშვილის ხათრით არჩეულმა გუნდმა ვერ, ან არ გაამართლა!...

სამწუხაროა ისიც, რომ საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ და მუდამ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ.იმდენად ემოციურები და არარეალისტები გავხდით,უცებ ვიღაცას გავაფეტიშებთ და მერე ის ვიღაცა,ვისაც სახელმწიფოს საჭეს ვანდობთ,ეშმაკთან წილნაყარი აღმოჩნდება,რომელსაც მანამდე ვითმენთ,ვიდრე ქვეყანას თავზე არ დაგვამხობს!

ბევრჯერ ვყოფილვართ დილემის წინაშე ამ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე.ბევრი შეცდომა დავუშვით,რომელსაც დღესაც ვიმკით, რატომღაც მგონია, ისევ შეცდომის დაშვებისკენ გვინბიძგებ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: