Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
6-04-2014, 13:59
ნანახია: 938

„არაფერ შუაშია ახალაიას საქმეზე მოწმეობა, აქ შესრულებულია რუსეთის მოთხოვნა“

   გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის მამა, გენერალი გოგი თათუხაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს და წერს:

   _“ტვ ,,იმედი'' გახდა ,,ოცნება'' და პროკურატურის პრესცენტრი!

სიმართლე გითხრათ, თქვენგან მეტს მოველოდი, ტყუილად ჭამთ პუტინისა და ივანიშვილის ფულს. 

ტენდენციური და სუბიექტური იყო ტვ ,,იმედის'' ,,რეაქცია'' ჩემს შვილ, შალვა თათუხაშვილზე. სადაც პროკურატურას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება გაემართლებია თავისი ქმედებები. ჩემს ნდობით აღჭურვილი ადვოკატ, ირაკლი ზაქარეიშვილს კი ძალიან მცირე დრო გამოეყო თავისი არგუმენტების გასააშკარავებლად. რაც ერთადერთ მიზანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. არ ალაპარაკეს ჩემი ოჯახის წევრები. . .

   ცინიკურია ,,იმედის'' ე.წ. გამოკითხვის შედეგები, რომელიც წინასწარაა განსაზღვრული. სინამდვილეში პირიქითაა, 80 % - უნდობლობას და მხოლოდ 20% პროკურატურისადმი ნდობას. 

ჩემს განცხადებაში ნახსენები ფაქტები მთავრობას და პროკურატურას რომ ეღიარებია თავის დროზე, შალვა დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ელოდნენ და აწყობდათ შალვას სიკვდილი. არაფერ შუაშია ახალაიას საქმეზე მოწმეობა, აქ შესრულებულია რუსეთის მოთხოვნა. 

პროკურატურამ ნაწილობრივ დაადასტურა ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები.

1. რომ შალვა იყო გატაცებული დაკითხვის შემდეგ სამი მანქანით, შემდგომში ამის ,,გაპრავებას'' ცდილობენ შეთითხნილი ,,დაცვის პროგრამით'';

2. დაადასტურა, რომ შალვა არაადექვატური იყო; 

3. თავიანთი ექსპერტების მეშვეობით, დააადასტურეს, რომ სიკვდილი დადგა ტოქსიკური მოწამვლის შედეგად, რაზეც მე არაერთხელ გავაფრთხილე. 

4. დაადასტურეს, რომ შალვას სისხლში აღმოჩენილია ფსიქოტროპული ნივთიერებები , რომელიც გაცილებით მეტი იქნებოდა რომ გაეკეთებიათ სიცოცხლეში, როდესაც გატაცებული ჰყავდათ, ჩემი განცხადების შემდეგ. 

რეალურად, პროკურატურას ისღა დარჩა აღიაროს სად ჰყავდათ შალვა 24 თებერვლიდან 18 მარტამდე და გვიჩვენონ დაკითხვის რეალური კადრები მონტაჟის გარეშე, თარიღის, დროის, ადგილის და დაკითხვაზე დამსწრე პირების ჩვენებით. 

    თქვენ შალვას სახელის გაფუჭება და მკვლელობა ჩაგეშალათ ჯერ კიდევ ,,მცხეთის საქმის'' დროს, როდესაც აამუშავეთ მედია საშუალებები. ჩაგეშალათ, რადგანაც კარგად ვერ მოამზადეთ ე.წ. ,,დაზარალებული'', რომელიც პრესის საშუალებით ხელს ადებდა შალვას, მაგრამ ხუთი კაციდან ვერ ამოიცნო. 

    ჩემთვის ნათელია ყველაფერი. რა თქმა უნდა იბადება კითხვა და სამართლიანადაც, საიდან ვიცი, ან წინასწარ საიდან ვიცოდი რა ხდებოდა და სანამდე მიგვიყვანდა ეს მოვლენები. შალვას მკვლელებს გამორჩათ ის ფაქტორი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვმსახურობდი ძალოვან სტრუქტურებში და მყავს ბევრი გულშემატკივარი“.