Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
6-04-2014, 19:58
ნანახია: 1153

ბაკურ ბაკურაძე „პრაიმერ.ჯი“-ს მიმართავს

   „დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე „პრაიმერ.ჯი“-ს ხელმძღვანელობას მიმართავს და საზოგადოების საყურადღებოდაც ამბობს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“, „ქართული დასის“, „ქდმ“-ს, „მემარცხენე ალიანსის“ გაერთიანებას კოალიცია „ერთიანი ოპოზიცია“ ჰქვია, რომლის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დიმიტრი ლორთქიფანიძეა. მიმართვას ბაკურ ბაკურაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

   _“მივმართავ „პრაიმერ.ჯი“-ს ხელმძღვანელობას!

„დემოკრატიული მოძრაობის“, „ქართული დასის“, „ქდმ“-ს, „მემარცხენე ალიანსის“ გაერთიანებას (რომელიც ჯერ არ დასრულებულა) ჰქვია კოალიცია „ერთიანი ოპოზიცია“ და მისი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, ხოლო კუკავა არის კუკავა-კაციტაძის გაერთიანების კანდიდატი და არა არასაპარლამენტო ოპოზიციის. ამას პროპაგანდა კი არა, უვიცობა ჰქვია. სირცხვილია! 

   პ.ს. იმედია გამოასწორებთ შეცდომას, თორემ დავკავდები თქვენით! შედეგებს კი მაქსიმუმ იმ წამსვე იგრძნობთ, მეორე წამიდან კი საერთოდ ვერაფერს ვეღარ იგრძნობთ ვერასოდეს, პოლიტიკურად რა თქმა უნდა“-წერს ბაკურაძე.