Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-04-2014, 13:21
ნანახია: 837

„ხელისუფლების შეცვლას „მეიდანი არ სჭირდება, ისედაც  სწრაფი ტემპით მიექანებიან დაღმართზე“

    შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს ხელისუფლების შეცვლას და ამისთვის ევრომაიდანისთვის ემზადება“ უკვე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სახელით განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

-„როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა შეამოწმონ, ხომ არ მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს.  ეს ძალიან იაფფასიანი მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან, გადაფაროს პრობლემები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში დაგროვდა. როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშამ გადაწყვიტა, შს მინისტრისთვის დაევალებინა, გაეკეთებინა ეს განცხადება. ცხადია, ეს სისულელეა. არანაირი მაიდნისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას მაედანი და ასეთი რაღაცეები არ სჭირდება, ისედაც ძალიან სწრაფი ტემპით მიექანებიან დაღმართზე“.

   „ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრისგან მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვს და მოუწოდებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.