Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-04-2014, 14:50
ნანახია: 820

ირაკლი ჭყოიძე:-„იმედია ხელისუფლებას ცოტა შერცხვება“

   2014 წლის 7 აპრილს პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციისათვის განცხადება შეიტანა. 

   „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჭყოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: 

   “ჩვენ შემოვიტანეთ დღეს განაცხადი, შესაბამისად ცესკო ვალდებულია ჩაიბაროს ეს განაცხადი. შემდგომი ეტაპი იქნება ხელმოწერების შეგროვება, რის შემდეგაც პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება ცესკოში და ამის შემდეგ ექნება უფლება დარეგისტრირდეს როგორც საარჩევნო ბლოკი.

  იმედია ხელისუფლებას ცოტა შერცხვება იმისა, რომ პარტიას რომელსაც ამხელა მხარდაჭერა აქვს, მაინც უწევს ამ პროცედურების გავლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემორჩილებით კანონს და არ გვაქვს არანაირი პრობლემა ეს პროცედურები გავიაროთ.

   მინდა აღვნიშნო, რომ „ერთიანი ოპოზიციის“ კარი კვლავ ღიაა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“.