Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-04-2014, 16:57
ნანახია: 916

თეონა აქუბარდია:-„მინისტრის მხრიდან შიდა სტაბილურობის პრობლემაზე საუბარი საფრთხის შემცველია“

   არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ წევრი თეონა აქუბარდია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას ეხმაურება.

   - “როდესაც საუბარია გადატრიალების საფრთხეზე, ინფორმაცია უნდა იყოს დადასტურებული და გამოძიების შედეგად მიღებული, ასევე, როდესაც საუბარია გადატრიალების საფრთხეზე, შიდა სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაზე, აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული და გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია, შემდგომ უნდა კეთდებოდეს განცხადებები. ჩვენ უახლოეს მომავალში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ველოდებით, გვაქვს მოლოდინები „მაპ“–ის მიღება–არმიღებასთან დაკავშირებით და შიდა სტაბილურობის პრობლემა, რაზეც საუბარი იყო შს მინისტრის მხრიდან, არის დამაბრკოლებელი ფაქტორი და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი“ – აცხადებს აქუბარდია.