დავით დარჩიაშვილი:-„ჭიკაიძემ საბჭოურ პერიოდში დაგვაბრუნა“

დავით დარჩიაშვილი:-„ჭიკაიძემ საბჭოურ პერიოდში დაგვაბრუნა“

“არ ვიცი, ვინ ურჩია მას ასეთი განცხადების გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი იდეა არ იქნებოდა. ეს არის ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ანუ მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ და აღიზიანებთ “ნაციონალური მოძრაობა”. არც რუსეთი, არც ალქაიდა, ოღონდ “ნაციონალური მოძრაობა” ამყოფონ დისკომფორტში. ამით რომ საბოლოო ჯამში, თავის რეიტინგს ვნებენ, ვერ ხვდებიან. კახა თარგამაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის შემდეგ პირველად აღმოვჩნდით ხელახალ, საბჭოურ სიტუაციაში, როდესაც მინისტრი არ არის სამოქალაქო პირი, ის არის ოპერატიული თანამშრომელი, ფორმიანი ადამიანი, რაც  დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია. ფორმიანმა ადამიანებმა სჯობს თავისი ოპერატიული საქმე აკეთონ და პოლიტიკაში არ ჩაერიონ”.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: