„ამოვხადოთ ბარემ სული დევნილებს და ეგ არის!“

„ამოვხადოთ ბარემ სული დევნილებს და ეგ არის!“

   ბათუმში დასახლებული დევნილთა კორპუსის ეზოებში განთავსებული „ბოსტნები“ სამართალდამცავებმა და მერიის წარმომადგენლებმა დაშალეს. მათი თქმით, აღნიშნული „ბოსტნები“  ფასადს. აუშნოებს!

-„დავრჩებით ასე მშივრები და რა გვეშველება? სამსახური მე არ მაქვს, სოციალურად დაუცველის რაღაც 45 ლარი მერიცხება და რითი უნდა ვირჩინო თავი? ჩვენ მიწათმოყვარული ხალხი ვართ, გვიყვარს მიწაზე მუშაობა და ამით ვირჩენთ თავს, ესეც თუ დაგვიშალეს, მერე რაღა გავაკეთოთ. რად მინდა გალამაზებული ფასადი, თუ მშიერ–მწყურვალი ვუყურე მას?“ – განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა. 

   „ივერიონთან“ საუბარში სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ისინი მათ მოსავალს წელს არ შეეხებიან, მხოლოდ მოაჯირებს მოშლიან. მომავალი წლიდან კი მიმდებარე ტერიტორია სრულად გასუფთავდება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: