Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
10-04-2014, 15:33
ნანახია: 865

ვინ უსწორდება „ნაციონალებს“ ფიზიკურად?

   ერთიანი ნაციონალური მოძრაობია  2014 წლის 10 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„დღეს, 2014 წლის 10 აპრილს, ნაციონალურ მოძრაობას დაგეგმილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის ორგანიზება, სახელწოდებით "გაჩერებული საქართველო". მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, შეჯამების სახით გვსურდა საზოგადოებისთვის გაგვეცნო 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონულოი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

 

აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა გუშინ საღამოს და რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლების პრეზენტაციები უნდა შემდგარიყო დღეს 13.30 საათზე.

 

დღეს, პრაქტიკულად, ყველა რეგიონში, სადაც უნდა გამართულიყო გაჩერებული და მიტოვებული პროექტების პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის, ხელისუფლებამ მოახდინა ათობით და რიგ შემთხვევაში ასობით პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომელთაც არ მისცეს საშუალება ჩვენს წარმომადგენლებს განეხორციელებინათ დაგეგმილი ღონისძიება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ.

 

ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თელავში პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში, სადაც თბილისის მეორბის კანდიდატი ნიკა მელია უნდა გასაუბრებოდა ჟურნალისტებს, ანაკლიაში, სადაც თენგიზ გუნავას მიუვარდა 200–მდე ქართული ოცნების აქტივისტი და არ მისცა საშუალება მედიასთან ესაუბრა ანაკლიის პორტისა და ფოთის აეროპორტის შეჩერებული პროექტების შესახებ, წყალტუბოში, სადაც ასევე პარლამენტის წევრს გია თევდორაძეს ხელისუფლებამ დაახვედრა 4 ავტობუსი სავსე ოცნების აქტივისტებით.

 

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად, ყველა ამ შემთხვევაში, სამართალდამცავები გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ რაც დასრულდა დაპირისპირება.

 

დღევანდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ახორციელებს უკანონო თვალთვალსა და მოსმენას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ. სხვა შემთხვევაში სრულიად გამორიცხული იყო ქართული ოცნების აქტივისტებს სცოდნოდათ დღეს რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე ვგეგმავდით პრეზენტაციების მოწყობას.

 

ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა უხეში გზით ხელი შეეშალა ნაციონალური მოძრაობის მიერ აქციის ორგანიზებისთვის, რომლის სახელწოდებაცაა "გაჩერებული საქართველო" – არის ირიბი აღიარება იმისა, რომ ქვეყანა დღეს ნამდვილად გაჩერებულია და მოკლებულია წინსვლის ყოველგვარ პერსპექტივას.

 

ჩვენ გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩაშლა საკუთარი აქტივისტების დარაზმვითა და ფიზიკური დაპირისპირებით არის არაცივილიზებული ქცევა. ხოლო თუ ხელისუფლება ასე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას, მომავალი არჩევნები არ და ვერ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯსა და ევრო–ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას.