ბარაკ ობამა დამწუხრებულია

ბარაკ ობამა დამწუხრებულია

    ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მამიდა გარდაიცვალა. 61 წლის ზეიტუნი ონიანგო ღამით, ძილში გარდაიცვალა. ობამას მამის ნახევარდა კენიიდან ამერიკაში საცხოვრებლად 2000 წელს გადავიდა, 2002 წელს კი პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მისი მოთხოვნა მაშინდელმა ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა, თუმცა 2010 წელს მიგრაციის სამსახურმა შუამდგომლობა დააყენა და მას ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა მისცეს.

   უცხოური მედიის ცნობით ბარაკ ობამას უყვარდა და პატივს სცემდა მამიდას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: