დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“  ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. კონფერენციაზე ფონდმა  ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც ასახულია ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარების კვალდაკვალ  როგორც მოგვარებული, ასევე ამ დრომდე არსებული პრობლემები. 

შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მინისტრმა, ფონდის მიმართ პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფონდის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო  დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდთან კვლავ აქტიურად ითანამშრომლებს.

კონფერენციის პარალელურად  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "ბავშვები ბავშვებისთვის!"გაიმართა. პატარების მიერ შექმნილი ნივთების რეალიზების შედეგად შეგროვებული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ჩაირიცხება. 

ღონისძიება დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" " IDS ბორჯომი საქართველოს“  მხარდაჭერით  გაიმარა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: