საკონსტიტუციო სასამართლომ საზმაუ-ს ბორდის წევრებს უფლებამოსილება შეუნარჩუნა

საკონსტიტუციო სასამართლომ საზმაუ-ს ბორდის წევრებს  უფლებამოსილება შეუნარჩუნა

საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების სარჩელი დაააკმაყოფილა. ისინი საზმაუს კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც ახალი საბჭოს არჩევის შემდეგ, უფლებამოსილება დროზე ადრე უწყდებოდათ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად,  საბჭოს 7 წევრს უფლებამოსილება, მხოლოდ ვადის ამოწურვის შემდეგ შეუწყდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების კუთხით, წინ გადადგმული ნაბიჯია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: