Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
11-04-2014, 19:05
ნანახია: 655

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელეები დაააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტები: რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი დააკავეს. ასევე, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია შპს „სამცხე XXI ”-ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილიც.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ

ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. 

ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს-რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს. მათ შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ ასახეს  შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური  მონაცემები. გაყალბების შედეგად საწარმოს დირექტორმა გურამ ფარცახაშვილმა მიითვისა 33 400 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 341 და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს.