Iverioni
«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
ივნისი 2021 (7)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
12-04-2014, 11:51
ნანახია: 979

ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კონგრესმენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას და ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შორის დღეს, სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის მინისტრმა, ამერიკელ კონგრესმენს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის  მადლობა პირადად გადაუხადა.

მხარეებმა სატელეფონო საუბრისას,  რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. 

გასულ სამშაბათს კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას მხარი დაუჭიროს.