"მერამდენედ შემრცხვა, სული გამიმწარდა, როგორც "ოცნების"რიგით ამომრჩეველს!" - ლალი მოროშკინა

"მერამდენედ შემრცხვა, სული გამიმწარდა, როგორც "ოცნების"რიგით ამომრჩეველს!" - ლალი მოროშკინა
გუშინწინ, იმის წინ და იმის წინის წინ, შემრცხვა...გუშინაც პირადად მე, ძალიან შემრცხვა, მეწყინა, მეტკინა და აი მერამდენედ სული გამიმწარდა, როგორც "ოცნების"რიგით ამომრჩეველს! - ასე ეხმიანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა თოქ-შოუ "რეაქციაში" გამართულ გუშინდელ დებატებს. მისი თქმით ხელისუფლება უუნაროა. 
" სამწუხაროდ უმრავლესობა(2-3 ადამიანის გამოკლებით) აბსოლიტურად უუნარო და არამოტივირებულია დებატებში, ანუ ამოცანა შესრულებული აქვთ : თბილ სავარძლებში მოხვდნენ, მანქანა და საწვავი გარანტირებული აქვთ, აღარც ცალ-ცალი კალოში უცვდებათ ქუჩაში ბოდიალით, აღარც ოტორინოლარინგოლოგი სჭირდებათ ხავილისგან დაღლილი სასოს მოსაშუშებლად, და აბა სხვა რაა მამაული???
არა, მეგობრებო! არ გეგონოთ , რომ არ მოგეკითხებათ!!! თქვენი ამომრჩეველი ისეთი გამწარებულია, რომ ჯერ თქვენ დაგერევათ და მერე სისხლისმსმელ ზონდერ ნაც. რეჟიმს, რომელიც თქვენ ასე გააბლატავეთ!!!", - წერს მოროშკინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: