რა სიურპრიზი მოუმზადა ბერამ „ნაციონალებს?!

რა სიურპრიზი მოუმზადა ბერამ „ნაციონალებს?!

    საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ზუგდიდში შეკრებილებს შემართებისკენ მოუწოდა და სიტყვით მიმართა:

 

  -„რაც არ უნდ წინააღმდეგობა იყოს იმ პატარა ადამიანებისგან, რომელსაც სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია, რაც არ უნდა ბარიერები დადგან ჩვენს გზაზე, ჩვენ ყველა ამ ბარიერს გავალახავთ, ამ ხალხთან ერთად ჩვენ არ გვეშინია წინააღმდეგობის, ასეთი წუთებიც და ამაზე უარესიც გაგვივლია. ჩვენ არ გვჩვევია წუწუნი და  ვიქნებით ერთიანები და შემართებულები“, –

 

   ზუგდიდში მოქალაქეებს "გამბედაობისკენ" მოუწოდა გიგი უგულავამაც და შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

 

    მიტინგის დასრულებისთანავე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ ხმის გამაძლიერებლებში ბერას სიმღერები აჟღერდა, რომელთა ფონზეც ზუგდიდმა „ნაციონალები“ ქალაქიდან გააცილა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: