უფასო სამედიცინო გამოკვლევა ხაშურელ ბავშვებს

უფასო სამედიცინო გამოკვლევა ხაშურელ ბავშვებს

     12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში ხაშურის ქუჩებში ბავშვების სიმრავლე იყო. ამ დღეს თბილისის ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრები და პროფესორები მთელი დღის განმავლობაში ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში უფასოდ ემსახურებოდნენ. პროცესს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ხაჩიძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ადგილზე უწევდნენ ხელმძღვანელობას. 

   მსგავსი ტიპის აქცია ხაშურში 22 მარტსაც გაიმართა, მაშინ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმებმა მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობა უფასოდ მიიღეს. ადგილობრივებს კონსულტაციები თერაპევტებმა, ენდოკრინოლოგმა, ქირურგმა, მეან-გინეკოლოგმა, კარდეოლოგმა, ალერგოლოგმა და ოფთალმოლოგმა სრულიად უფასოდ გაუწიეს.

   -„ეს აქცია ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის მხარდაჭერით ხორციელდება. ასეთი სახის საქველმოქმედო აქცია მესამედ ტარდება ხაშურში და გასინჯული იქნება სამასამდე ბავშვი. ჩემოსულები არიან სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, პედიატრები, ოფთალმოლოგები და სხვადასხვა პროფილის ექიმები. ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო აქცია, აღსანიშნავია, რომ ეს აქცია ამ ექიმებისთვის უკვე 23-ე აქციაა საქართველოს მაშტაბით“-განაცხადა „ივერიონთან“ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირინა გელაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: