Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
14-04-2014, 19:32
ნანახია: 700

ეროვნულ  ბიბლიოთეკაში 1978 წლის მოვლენები გაიხსენეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ  ბიბლიოთეკაში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა. გამოფენაზე იაკობ გოგებაშვილის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური ექსპონატებია წარმოდგენილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდშია დაცული.

 

მარგველაშვილმა 1978 წლის მოვლენები შეაფასა და მათ, ვინც ქართული ენის გადარჩენის საქმეში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა.  

„ამ დღეს მთელი ერი ზეიმობს, ეს დღე უკავშირდება ჩვენი საზოგადოების გმირობას, 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი სტუდენტობა, მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევას - როგორც ეს დაგეგმილი იყო მაშინდელი კონსტიტუციური ცვლილებებით. იმ დროს ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა პრინციპულობა, დაუპირისპირდა ძალიან საშიშ სისტემას და გადაარჩინა ჩვენი ენა. მსურს მათ საგანგებო მადლობა ვუთხრა ამისთვის და ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრას ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ლიტერატურული ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე დამთვალიერებლებს ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის ნაქონი, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ნახვის შესაძლებლობაც მიეცა. 

იაკობ გოგებაშვილის პირადი, სრულად აღდგენილი ბიბლიოთეკა დღეს ცალკე კოლექციად ინახება, რომელშიც დაცულია მფლობელის ავტოგრაფიანი  ეგზემპლარები, პედაგოგიური ლიტერატურას და „დედა ენის“ უნიკალური გამოცემები.