Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
15-04-2014, 00:45
ნანახია: 1570

კოალიცია

   კოალიცია "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" -ში მატებაა, ამ ეტაპზე კოალიციაში "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" გაერთიანდა, ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი...

საპრეზიდენტო არჩევნებს თუ გავიხსენებთ, არავის უნდა გაუკვირდეს "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" გენერალური მდივნის  გოჩა მამაცაშვილის განცხადება: 

   "მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტია  "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა ქ-ნ ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ, ხოლო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ბეჟან ხურციძე აქტიურად იყო ჩართული ქ-ნ ნინო ბურჯანაძის საარჩევნო კამპანიაში.

ამჟამად აკაკი ასათიანი არ მონაწილეობს მოსალოდნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ხოლო დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც საპარლამენტო პარტიები ძირითადად ერთმანეთთან კინკლაობას გადაყვნენ, ქვეყანა კი დგას დიდი გამოწვევების წინაშე როგორც საგარეო, ისე საშინაო კუთხით, აუცილებელია ძლიერი, მთავარი ოპოზიციური ერთობის შექმნა, რაც არის უშუალოდ ქართული საზოგადოების დაკვეთა. სწორედ ამიტომ,  "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენლები მე, ბეჟან ხურციძე და ჩვენი მეგობრები ვუერთდებით კოალიცია "ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას" და აქტიურად ვერთვებით წინასაარჩევნო კამპანიაში".