Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
15-04-2014, 01:08
ნანახია: 1116

რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება?

 

უკრაინაში შექმნილი მდგომარეობისა და საქართველოსთან პარალელების გავლების შემდეგ სახალხო პარტია აცხადებს, რომ საფრთხე დიდია და რუსეთს ეძლევა დამატებითი საბაბი, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ. სახალხო პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზს უსვამს ხელისუფლების მოქმედებას და მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. "ივერიონი" სახალხო პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

   "დღეს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტუჩინოვმა განაცხადა, რომ, თუ ,,რადა" შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლოა, ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ტუჩინოვი დარწმუნებულია, უკრაინელი ამომრჩეველი დიდი უმრავლესობით დაუჭერს მხარს ერთიანი და უნიტარული უკრაინის სახელმწიფოს არსებობას, საფრთხე მაინც ძალიან დიდია და რუსეთს ეძლევა დამატებითი საბაბი, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ.

ჩვენ, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ამ მძიმე დროს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ამ მოვლენების ფონზე, ერთხელ კიდევ გვინდა, საქართველოს შიდა პრობლემატიკას მივუბრუნდეთ, რათა საქართველოს მოსახლეობას შევახსენოთ, რომ არც ისე ცოტა ხნის წინ ჩვენც ვიდექით ანალოგიური საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე ჯერაც არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან.

ალბათ, გახსოვთ, როგორი გააფთრებით ლობირებდა ხელისუფლება, უშუალოდ მაშინდელი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და დღევანდელი თბილისის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარის იმ რედაქციას, რომელიც მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანების ცნების შემოღებას ეხებოდა, რაც საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს ქმნიდა.

,,სახალხო პარტია" მთელი 9 თვის განმავლობაში აკრიტიკებდა ამ კარის არსებობას თვითმმართველობის კოდექსში, აწყობდა მიტინგებსა და შეხვედრებს, მაგრამ ხელისუფლების პოზიცია იყო შეუვალი და, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ მკაფიო და მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამოხატვის შემდეგ მოხერხდა საქართველოს სახელმწიფოსთვის საშიში და დამანგრეველი კანონის შეცვლა.

ის, რაც დღეს ძალით მოახვიეს თავს უკრაინას, ჩვენს საკუთარ ხელისუფალს უნდოდა, საკუთარი ინიციატივით მოეხვია ჩვენთვის.

რა იყო ეს _ უცოდინარობა, პოლიტიკის ანაბანის არცოდნა, არაპროფესიონალიზმი თუ შეგნებული ქმედება ქვეყნის მომავლის საზიანოდ? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ქართველი ამომრჩეველისთვის მიგვინდვია 2014 წლის 15 ივნისს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მთელი ქვეყნის და, განსაკუთრებით _ თბილისის მასშტაბით".