დიმიტრი ლორთქიფანიძე: "სახელისუფლებო კანდიდატი ვერ ლახავს 50%-იან ბარიერს"

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "სახელისუფლებო კანდიდატი ვერ ლახავს 50%-იან ბარიერს"

 

"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ შტაბების გახსნა იწყება და წინასაარჩევნო კამპანიაც გახსნილად გამოცხადდება.

- "2-3 დღეში გაიხსნება შტაბები, მათ შორის მერობის კანდიდატის ცენტრალური შტაბი. ეს იქნება, ფორმალურად საფუძველი იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულად გამოვაცხადოთ. რა თქმა უნდა, კამპანიის ფარგლებში ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ამას არჩევნების დღემდე ექნება პერმანენტული ხასიათი.  თბილისის ათივე რაიონში დასახულია გეგმა მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრებისა და ნებისმიერ სოციალურ ჯგუფებთან გასაუბრებებისა. ჩვენ მზად ვართ,  როგორი მწვავე შეკითხვებიც არ უნდა იყოს, მოსახლეობასთან დიალოგის ფარგლებში მოვახდინოთ ყველა საკითხზე რეაგირება.

რამოდენიმე დღის წინ დასრულდა სოციოლოგიური კვლევების კიდევ ერთი ნაწილი, და როგორც შედეგების მიხედვით ვიტყობთ "აირაის" დასკვნები მართლაც ახლოსაა ამ კვლევის შედეგებთან. რაც ყველაზე საინტერესოა, სახელისუფლებო კანდიდატი ვერ ლახავს 50%-იან ბარიერს. ჩემი უპირატესობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ დამატებითი სტიმული მივცეთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით მეტად შევძლებთ, რომ კოაბიტირებულ ძალებს შორის არსებული მოჯადოებული ველი გავარღვიოთ ახალმა, ერთიანმა ოპოზიციამ, რომელიც საკამოდ სერიოზული ძალებით არის წარმოდგენილი და რაც მთავარია, უალტერნატივოა. ჩვენ  ერთხელ და სამუდამოდ, მოვახდენთ დემოკრატიულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: