ახალი პარტია წარსულის ნოსტალგიით

ახალი პარტია წარსულის ნოსტალგიით

   საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლა ბევრმა პოლიტიკოსმა უკვე არაერთხელ სცადა, თუმცა წარმატებულად დაწყებული საქმე ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება.  წარუმატებლობის მიზეზი კი არაკომპეტენტურობასთან ერთად, დაკავებულ სავარძლებთან არასწორი ადაპტირებაა.  

   პოლიტიკურ ნიადაგს ამჯერად, საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი მოსინჯავს. პარტია "რეფორმატორები", რომელსაც ირაკლი ღლონტი ჩაუდგება სათავეში, მემარჯვენე ლიბერალურ პლატფორმაზე იქნება აგებული.   

     პარტიის პრეზენტაცია ხვალ, 12 საათზე გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: