Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
18-04-2014, 02:26
ნანახია: 1370

,,აღდგომა მათთვის, ,,ვინც ქუჩაში იღებს მოწყალებას

   ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლის (დირექტორი თამარ მამსიკაშვილი) 10 -ე კლასის მოსწავლე გიორგი კინწურაშვილის ინიციატივით და ორგანიზატორობით 64 საჯარო სკოლა აწყობს აქციას ,,აღდგომა მათთვის, ,,ვინც ქუჩაში იღებს მოწყალებას"

   აქციის ფარგლებში 20 აპრილს სკოლის მოსწავლეები საჩუქრების კალათით მიოლოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქუჩაში მყოფ მოზარდებს, პატარებს, მოხუცებს, რომელთაც დახმარებისათვის აქვთ ყოველდღიურად ხელი გაწვდილი.

   მოეწყობა მსვლელობა თბილისის სხვადასხვა უბნებში, რათა მიულოცოთ მათ, ვისაც ჩვენგან ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და გვერდში დგომა .

საქველმოქმედო აქციას გენერლაურ სპონსორობას უწევს ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა",(ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი) აღნიშნულ აქციის ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული სკოლის დირექტორი ქალბატონი თამუნა მამსიკაშვილი, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები. 

   64 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კინწურაშვილი ხშირად უწევს ორგანიზებას მსგავს საქველმოქმედო აქციებს. უახლოეს მომავალში მოსწავლე გიორგი კინწურაშვილი აპირებს სკოლის დირექციის დახმარებით ჩამოაყალიბოს საინიციატივო ჯგუფი ფონდი ,,სიკეთის გზა".