Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
18-04-2014, 18:38
ნანახია: 1105

რატომ არ იღებდა ხმას ემზარ კვიციანი?

   თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ  კვიციანის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე საპარლამენტო უმრავლესობის 35 დეპუტატის ხელმოწერილი განაცხადი წარადგინეს, სადაც მითითებული იყო, რომ ის წინა ხელისუფლების პოლიტიკური დევნილი იყო, ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელა.

   პროკურორის განცხადებით  აღნიშნული ხელმოწერები არა სასამართლოსთვის, არამედ პროკურატურისთვის იყო გაგზავნილი. 

დღესვე კვიციანმაგანაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა რუსეთიდან გამოეძევებინათ, საქართველოში დაბრუნებულიყო და სიმართლე გაერკვია. კვიციანი პროკურატურის არგუმენტს არ იზიარებს მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით. 

   "რუსეთიდანაც ძალით გამოვაძევებინე თავი, აქ რომ ჩამოვსულიყავი. სად გამქცევი ვარ, რუსეთში 5 წელი ფეხს ვეღარ შევდგამ. ჩამოვედი იმისთვის, რომ სიმართლე გამერკვია. ჩემს წინააღმდეგ ყველა საქმე შეთითხნილია, მეგონა, რომ პროკურატურა ამ ხნის განმავლობაში გამოიძიებდა და რაიმე სიმართლეს მიაკვლევდა, სწორედ ამიტომ არ ვიღებდი ხმას. თუმცა ასე არ მოხდა", - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

   პროკურორის თქმით კი, სწორედ რუსეთიდან გამოძევება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლებელია კვიციანი გამოძიებას მიემალოს.

   სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი და აცხადებს, რომ მის ძმის საქმეს სააკაშვილის დროინდელი პროკურორი აწარმოებს, რის გამოც ადვოკატებმა პროკურორების აცილების შესახებ დააყენეს შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ემზარ კვიციანს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 1 თვით, 28 მაისამდე.

   -"ეს არის სააკაშვილის დროინდელი პროკურორი, ერთი და იგივეს იმეორებს, მასალებს არ ცვლის, რა მუხლებიც წაუყენეს ჩემს ძმას სააკაშვილის დროს, იგივე მუხლებით აქვს მას ბრალი დღეს წაყენებული. რისთვისაა მაშინ საჭირო გამოძიება, თუკი არაფერი შეიცვალა. 35 პარლამენტარი ჩაუდგა მას თავდებში და ასევე თავდებში ჩაუდგა 33 გენერალი, მაგრამ ეს თურმე არაფერს ცვლის. ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს. სად არის სამართალი? პროკურორი თენგიზ ხარებავა არის იუდა, დღეს არის წითელი პარასკევი. მე სასამართლო პროცესი მქონდა ვნების კვირაში, ხუთშაბათს. ჩემს ძმას კი, ვნების კვირაში, პარასკევს. ჩვენ ვართ რჩეულები და გვებრძვის სატანა", - განაცხადა ნორა კვიციანმა.