Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
18-04-2014, 21:16
ნანახია: 838

„ჭამე ნოდარი“ -_ რას ურჩევენ ნოდარ ხადურს საზოგადოების წარმომადგენლები

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გურმანობის ამბავი უკვე საქვეყნოდაა ცნობილი. ბატონი ხადურის მადა საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას არ დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება:_  ქვეყნის პირველი ფინანსისტის გასტრონომიული მოთხოვნილების დაკმაყოფილება სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს.  "ჭამე ნოდარი" - ეს ფრაზა ფინანსთა სამინისტროს და მისი პირველი პირის საქმიანობას უკვე ლაიტმოტივად გასდევს.

საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა: არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იურისტებმა და სტუდენტებმა ნოდარ  ხადურს ღია წერილით მიმართეს, სადაც სწორედ ხადურის უწყების მიერ "ოფოციალურ სადილებში" დახარჯულ თანხებზეა საუბარი. წერილს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

 

პატივცემულო ბატონო ნოდარ,

მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მის მორალურ ავტორიტეტზე და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. საქართველოში არსებულ უკიდურესი სიღარიბის და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის პირობებში,ფინანსთა სამინისტროს მიერ გასართობ ღონისძიებებში და კვებაში დიდი თანხების ხარჯვა,ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდობას უკარგავს ფინანსთა სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლებას.

მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 23 მარტს ხელვაჩაურის რაიონში საკვების დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობისგან გარდაიცვალა 1 წლის გოგიტა აბაშიძე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია, აღნიშნული შემთხვევა არ განვიხილოთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიად და გავაანალიზოთ, თუ რამდენად სისტემურია ეს პრობლემა და რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ამ კუთხით." უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილობის მხრივ, ვითარება კვლავაც სავალალოა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის  თანახმად საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობაში ცხოვრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვების საჭიროებებს დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ლარი ხმარდება.  ამავე წყაროს თანახმად, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონ მოქალაქეს, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს, ამა თუ იმ ფორმით აღენიშნებათ საკვების დეფიციტი. ყოველწლიურად დაბადებული 63 000 ბავშვიდან 1033 ხუთი წლის ასაკს ვერ აღწევს. დადგენილია, რომ ბავშვების გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ კვების დეფიციტს უკავშრდება. ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 5 წლამდე ასაკის 4.6 ათას ბავშვზე მეტი არასაკმარისი წონისაა. ბავშვებს, რომელთა წონაც ერთი (სულ მცირე) ან მეტი სტანდარტული დევიაციით ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, ადრეული გარდაცვალების რეალური საფრთხე ემუქრება.

ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ,  მედია საშუალებებმა გვამცნეს რომ ვანის რაიონში 42 წლის მამაკაცმა მერაბ ქარჩხაძემ თავი მოიკლა, რადგანაც მისი 13 წლის შვილის ოპერაციისათვის 2100 ლარის შეგროვება ვერ შეძლო. ამავე დროს, ფინანსთა სამინისტროს მიერ 7 თვეში კვების ობიექტებში დახარჯული თანხა 77910 ლარს შეადგენს. 14 მარტს რესტორანში "ფუნიკულიორი" მორიგ ბანკეტში გადახდილი თანხა 13 500 ლარია. ანსამბლ "რუსთავი"-ს გამოსვლაზე იმავე დღეს 5900 ლარი დაიხარჯა, ხოლო 18 მარტს რესტორანში "ქართული სახლი" გამართული ნადიმი კი 11 500 დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს[3].სამინისტროს მიერორგანიზებულიმხოლოდ ამ ორი გასართობი ღონისძიების ფასიც კი გადაარჩენდა ქარჩხაძეების ოჯახს ტრაგედიას.

გასართობი ღონისძიებების ასეთი მასშტაბებით დაფინანსებაასევე გაუმართლებელია უცხოელი სტუმრების მასპინძლობის მოტივით. ამგადაჭარბებული სადილის და გართობის არაეთიკურობა, რომელიც უკიდურესი შიმშილის და ადამიანური ტრაგედიის ფონზე მიმდინარეობს, არა მხოლოდ ქართული კულტურის ეთიკის საზღვრებს სცილდება. 

 

ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევისა და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მიმართული დონორთა პროგრამები ამ დაუცველი ფენების საკუთრებაა. მათი სახელით ფუფუნებით ტკბობა და გართობა ამ სახსრების არამიზნობრივიგამოყენებაა. სახელმწიფო მოხელეთა მიერ გაწეული არამიზნობირვი ხარჯების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს მანამდეც არაერთხელ გამოუხატავთ პროტესტი. ჩვენბევრჯერ მიგვითითებია, რომ მოქალაქეთა აუცილებელი საჭიროებისათვის მიმართული თანხების გასართობი საქმინობისათის ფლანგვა მაშინ,როდესაც ყოველ დღე უმრავი ზრდასრული და ბავშვი შიმშილობას ეწირება, სრულიად მიუღებელია. დროა, ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის საჯარო მოხელეებმა გაითავისონ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ეს არის ერთადერთი მისაღები სტანდარტი.- ნათქვამია წერილში.

 

                                                                                                                                                                 ბაია დარსაველიძე