Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
22-04-2014, 10:59
ნანახია: 1617

   ხობში აღდგომის ღამეს 1060 ერთეული საბურავი ჩამოიტვირთა.

   ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ჯანიკო აბულაძის ოჯახში სპეციალური კონტეინერიდან აღდგომის ღამეს 1060 ერთეული საბურავი ჩამოიტვირთა. როგორც საინფორმაციო სააგენტო სმო.გე  იუწყება, აღნიშნული საბურავები ხამისკურში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის ჩამოტანილი და საჭიროების შემთხვევაში მას ე.წ "უკრაინული მოდელის" განსახორციელებლად გამოიყენებენ.

   -"საბურავები რომ ჩამოტვირთეს იმ ღამეს მოვიდნენ და მითხრეს რისთვის გჭირდებათ ესო. მე ვუპასუხე უკრაინიდან ჩამოვიტანეთ-მეთქი. ანუ ვიხუმრე. ისე სინამდვილეში ჩემმა ახლობელმა მთხოვა საბურავების დასაწყობება ჩემს სახლში, რადგანაც მას ადგილი არ ჰქონდა. უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. ამ საკითხზე სხვას ვერეფერს გეტყვით"-  განაცხადა ჯანიკო აბულაძემ.

   როგორც ჯონი ფარცვანიამ "ივერიონთან" საუბარში განაცხადა, ეს ფაქტი სასაცილოა თითქოს ეს საბურავები აქციის მოსაწყობად იყო ჩამოტანილი. ინდ მეწარმე, რომელიც ადრე დაფნის დამზადებით იყო დაკავებული და ამჯერად საბურავების ბიზნესზე გადავიდა თანასოფლელებშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, თუმცა თავად ფარცვანია აცხადებს, რომ მას "ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი აკავშირებს.

   -"ჯერ ერთი ამ ბიზნესს არაფერი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან,  მითუმეტეს აქციებთად და მინდა აქვე დავამატო, რომ მე აქ სოფელში "ქართულ ოცნებას" ვკურირებ. ვინც თქვენ გითხრათ, რომ ეს საბურევები აქციისთვის არის განკუთვნილი, მწარედ მოგატყუათ"- განაცხადა ჯონი ფარცვანიამ.

ვიდეო რომელიც "სმო.გე"–მ გადაიღო

http://www.smoge.org/?p=12726

აკაკი წოწონავა