Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
22-04-2014, 11:39
ნანახია: 938

გაძლიერებული ოცეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

 

 

   საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული საქართველოში დაბრუნდა. შავნაბადას ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის საერთაშორისო მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, ბაზა "ფენიქსზე" 8 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ამერიკული ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

 

   ISAF-ის მისიაში მყოფი მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამავე ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონია ბაზა "ფენიქსზე" ერთი კვირის წინ გაიმართა.