ცესკო-ში განაცხადი 34 პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა

ცესკო-ში განაცხადი 34 პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა

     ამ დროისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკო-ში განაცხადი 34 პოლიტიკურ ძალას აქვს შეტანილი. 

   -"რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარე გადაწყვეტილებას მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ მიიღებს. განაცხადი შემოტანილი აქვს 34 პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, არის ორი ბლოკი, დანარჩენი პარტიები. რაც შეეხება რეგისტრაციის ვადებს, განსხვავებული პირობები არის პარტიებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, არ იღებდნენ მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. ასევე თუ არ არიან კვალიფიციური სუბიექტები, მათ ჯერ ცესკო-ში მხარდამჭეთა სიები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 26 აპრილისა. ამის შემდეგ მოხდება მხარდამჭერთა სიების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ცესკო-ს თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით" – განაცხადა ცესკო–ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: