გიორგი გაბედავა:-"გონს მოდით! ნუ გაყიდით საკუთარ ქვეყანას!"

გიორგი გაბედავა:-"გონს მოდით! ნუ გაყიდით საკუთარ ქვეყანას!"

   უფლებადამცველი გიორგი გაბედავა, რომელიც საკმაოდ აქტიურად იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული  დაახლოებით  3 თვეა არ ჩანს პოლიტიკურ არენაზე, რადგან მისი თქმით ამ ეტაპზე ჩამოშორდა პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსული პასპორტების აღების მსურველთა დიდმა რიგებმა მისი აღშფოთება გამოიწვია.

   -"საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა! მაგრამ რომ არ ვთქვა, ალბათ მოვკვდები...დღეს ვუყურე ვიდეოს, სადაც რუსეთის საელჩოსთან რუსული პასპორტის ასაღებად მოქალაქეების რიგი დგას...როცა იღებ უცხო ქვეყნის პასპორტს, უარს ამბობ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე...არ ვიცი ამას რა დავარქვა, ამ დროს, ამ ვითარებაში...მესმის, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მესმის...მაგრამ არ მესმის ის, რაც ხდება...არ აიღოთ რუსული პასპორტები!!! რა გინდათ? ყირიმის სცენარი გაიმეოროს რუსეთმა "ნაც-მოძრაობის" დახმარებით საქართველოში? ვერ ხედავთ რეალურ საფრთხეს? რუსეთის მოქალაქეების რიცხვის მატება საფრთხესთან არის დაკავშირებული! "ნაცმოძრაობა" მაიდნით იმუქრება, თქვენი რუსული პასპორტები კი რუსეთს საშუალებას მისცემს გააკეთოს ის, რაც გააკეთა უკრაინაში!!! გონს მოდით!!!ჯობია იმათხოვრო ქუჩაში და მოწყალება ითხოვო, ვიდრე საკუთარი ქვეყანა გაყიდო!!! ნუ დაემსგავსებით ცხოველებს! გიყვარდეთ დედა-სამშობლო!!! სირცხვილია!!! სირცხვილი!!!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: