საყდრისის აქციის მონაწილეები საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან

საყდრისის აქციის მონაწილეები  საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან

   მთავრობის სხდომის დაწყებამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს  საყდრისთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

   -"სპეციალისტებს დღეს მიაჩნიათ, რომ დასადგენია, რა მიიჩნევა არქეოლოგიურ ობიექტად – მთლიანად ბორდი, თუ ის, რაც კვლევის საგანია. ჩვენი მიზანია, ჩამოვიდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც საბოლოო დასკვნას მოგვცემენ, რომელსაც ნებისმიერი მხარე დაუჯერებს.  გუშინ ასე გადავწყვიტეთ, რომ დღეს მივმართავთ წერილით თომას შტორნერს, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ გათხრების და კვლევების. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება საბოლოო დასკვნა"– განაცხადა ოდიშარიამ.

   საყდრისის აქციის მონაწილეები ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობის სხდომაზე იქნება მიღებული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: