Iverioni
«    ნოემბერი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (2)
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
23-04-2014, 10:39
ნანახია: 2395

რა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა საქართველომ და რით დამთავრდება კატა-თაგვობანას თამაში?!

სააკაშვილმა გუშინ მისთვის დამახასიათებელი "შოკისმომგვრელი" განცხადება გააკეთა და ამით ხაზი გაესვა, რომ მან ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო. თუმცა, ეს არ არის მთავარი...
მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ერთის მხრივ საკუთარი "პატრონების" ჩაშვებას წააგავს, თუმცა, მან შესანიშნავად იცის, როდის რა თქვას და ამით რა დარტყმა მიაყენოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს!
ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ მისი პროკურატურაში დაბარების გამო ღარიბაშვილს ამერიკაში ყოფნისას "ყურები აუწიეს" და ივანიშვილს საბანკო ანგარიშების დაყადაღებით დაემუქრნენ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამერიკას საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრება ნაკლებად აღელვებს და მზად არის ბოლომდე დაიცვას საკუთარი "შნირები"!
 არის მეორე ფაქტორიც, რომელიც ჩვენთვის არანაკლებ საყურადღებოა: ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში გამოუსწორებელი შეცდომა იყო და ამის შედეგებს საქართველო უახლოეს მომავალში უფრო მტკივნეულად მოიმკის!..
რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს,  ივანიშვილი საკუთარი მილიარდების მძევალია. მთელი უბედურება კი იმაშია, რომ ამ მილიარდების გადარჩენის საპირწონედ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები იკვეთება!
თუ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას რეალურად შევაფასებთ, აშკარაა, რომ ლიბერასტული ძალები კიდევ ერთი სახიფათო ნახტომისთვის ემზადებიან.
სამწუხაროდ, საზოგადოება მოლოდინის რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას და იმის მარჩიელობითაა დაკავებული - დატოვებს თუ არა ივანიშვილი საქართველოს  და დარჩება თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში ღარიბაშვილი დაანონსებული შეთქმულების წყალობით(?!)
ასე დიდხანს რომ არ გაგრძელდება ცხადია, მაგრამ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რით დამთავრდება კატა-თაგვობანას თამაში საქართველოში!
საბა საბახტარაშვილი