Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
23-04-2014, 11:21
ნანახია: 710

ირაკლი ოქრუაშვილი ცსკ–მ რეგისტრაციიდან მოხსნა

   ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და ირაკლი ოქრუაშვილს კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, აღნიშნულის სასამართლოს გზით გასაჩივრებისთვის კი ოქრუაშვილს ერთკვირიანი ვადა მიეცა.

   კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მირებული იქნა მხარეების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ.

-"სხდომაზე მოწვეულები იყვნენ მხარეები, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, იყო სერიოზული და ხანგრძლივი მსჯელობა. ყველა საკანონმდებლო ნიუანსი იქნა გათვალისწინებული და კომისიამ 9 ხმით გადაწყვიტა, ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო გორის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე" - განაცხადა ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე და აცხადებს, რომ "ოქრუაშვილი ბრძოლას განაგრძობს".  

    -"ირაკლი ოქრუაშვილს საქართველო მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდა დატოვებული, საცხოვრებელი ადგილი კი მუდმივად იყო საქართველო. თუ კანონს კარგად წაიკითხავენ, ნახავენ, რომ წერია "საცხოვრებელი ადგილი" და არა "ფიზიკურად ყოფნა". თუ ვინმეს ეს ნორმა ისე ესმის, რომ 365 დღის განმავლობაში ადამიანი მუდმივად საქართველოში უნდა იყოს, მაშინ კითხვა მიჩნდება, რომ სხვა კანდიდატები ორი წლის განმავლობაში არ გასულან საქართველოდან და აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს?!",– განაცხადა ზვიად კორძაძემ.