Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
23-04-2014, 17:18
ნანახია: 919

17 მაისის კვირაში

   საზოგადოებაში 17 მაისს დაგეგმილი ფილმის ჩვენებაზე აზრთა სხვადასხვაობაა, რაც ორგანიზაცია "იდენტობას" საფუძველს აძლევს ივარაუდოს, რომ ატეხილი

აჟოიტაჟის მიზანი დასავლეთის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენაა. 

    "იდენტობის" იურისტი ნინო ბოლქვაძე 17 მაისთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის და ყველას მოუწოდებს არ წამოეგონ პროვოკაციებზე.

   -"მედიასივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 17 მაისს იგეგმება თბილისის კინო-თეატრებში გეი-ფილმის ჩვენება, ასევე, იგეგმება ათასობით გეის ჩამოყვანა დასავლეთის ქვეყნებიდან. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება სასულიერო პირების, ასევე, რუსეთთან საეჭვო კავშირების მქონე პირების მიერ. ამ ქმედებების მიზანია, საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ევროკავშირის და ნატო-ს მიმართ და საბოლოოდ ჩაშალონ ევროკავშირთან ასოცირების გაფორმების პროცესი. 

  მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომელიც დიდი ალბათობით იქნება ორგანიზებული 17 მაისს. ვაცხადებთ, რომ 17 მაისს ორგანიზაცია "იდენტობა" არ აპირებს არანაირ არც საჯარო, არც დახურული ღონისძიების ორგანიზებას. ჩვენ 17 მაისის კვირაში საერთოდ არ ვაპირებთ მუშაობას, ორგანიზაცია ერთი კვირით შეწყვეტს საქმიანობას, რათა ხელი არ შევუწყოთ იმ ძალებს, რომელთაც სურთ, ჩაშალონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი", - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ. 

    იურისტი ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "ის არ არის ქმედითი" და მიაჩნია, რომ მომავალში კანონი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც არის შექმნილი. 

   -"კანონის პირველი პროექტი ითვალისწინებდა რეპრესიულ მექანიზმს ანუ სანქციებს დისკრიმინაციების ფაქტებზე, ის კანონპროექტი კი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა პარლამენტში, ამას არ ითვალსწინებს", - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

   "იდენტობა" აქედანვე მოუწოდებს შსს-ს, მობილიზება გაუკეთონ საკუთარ ძალებს, რათა მიუხედავად ორგანიზაციის მიერ 17 მაისს მუშაოის შეწყვეტისა მაინც არ მოხდეს დაპირისპირება და  ადამიანების ფიზიკური დაზიანება გამორიცხონ.