Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (2)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
24-04-2014, 14:46
ნანახია: 973

ირაკლი სესიაშვილი:-

   მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს ბრალი წარუდგინა. ამ ფაქტს საპარლემენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვალერი გელაშვილის საქმეში გამოძიებას გარკვეული კითხვები მიხეილ სააკაშვილთანაც ექნება. 

   -"მადლობა ღმერთს, რომ ეს საქმე გაიხსნა, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპებს დავიცავ და დაველოდები სასამართლოს. ვალერი გელაშვილის ცემა იყო შემზარავი ფაქტი. გარკვეული კითხვები იქნება მიხეილ სააკაშვილთან. ის, როს გამოც ვალერი გელაშვილს გაუსწორდნენ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ვიწრო ინტერესებს უკავშირდებოდა" - განაცხადა სესიაშვილმა.

   ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით.