საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის სამეფოს, ლიტვისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის სამეფოს, ლიტვისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

  საქართველოს პრეზიდენტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს, ლიტვისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

  ოფიციალური ცნობით, შვედეთის ვიცე-პრემიერთან იან ბოირკლუნდთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განიხილეს და აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მედიის თავისუფლებისა და დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იან ბოირკლუნდს და აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფო, როგორც აღმოსვლეთ პარტნიორობის თანაავტორი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის ოფიციალური წარმომადგენლები როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, საჯაროდ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. 

ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა ასევე ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთანაც გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: