Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
25-04-2014, 18:04
ნანახია: 2478

რატომ იმალება სუროგაციის ფაქტები და სად უჩინარდებიან ჩვილები?

   ასოციაცია "მომავლის იმედი"-ს განცხადებით ხდება ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბება მათი საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით. ამ ინფორმაციით "მომავლის იმედმა" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა, რომელმაც სამართალდამცავებს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით დროული რეაგირებისკენ მოუწოდა და განცხადება გაავრცელა.

   -,,მომავლის იმედის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშაულის სქემა ასე მუშაობდა: ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით, მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში. ამის შემდგომ, სუროგატ დედებს აიძულებდნენ დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად, და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი პირი,  რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება, რადგან ის არ წარმოადგენს ბიოლოგიურ დედას. ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად კი საჭირო იყო დედის უფლებებით აღჭურვილი პირი, რის გამოც ხდებოდა სუროგაციის ფაქტის დაფარვა, იქმნებოდა ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის აღების შემდეგაც ბიოლოგიურ დედად მითითებულ პირს (სინამდვილეში სუროგატს) ნოტარიუსთან აწერინებდნენ დედობაზე უარს, რაც ბავშვის მამად მითითებულ უცხოელს შესაძლებლობას აძლევდა დამოუკიდებლად გაეყვანა ბავშვი საქართველოდან.

   ასოციაცია ,,მომავლის იმედის" მიერ საიასათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამოდენიმე თვეა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 3441 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას  ყალბი საბუთების გამოყენებით. 

,,მომავლის იმედმა" შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს არაერთ ამგვარ შემთხვევაზე მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო გამძიება არ წარმართულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც მხოლოდ დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობდა. ქ. თბილისის პროკურატურის 2013 წლის 17 მაისის წერილით ირკვევა, რომ შპს ,,ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს ნიუ ლაიფ ჯორჯიას" ცალკეული მუშაკების მხრიდან ადგილი ჰქონდა დოკუმენტების გაყალბებას, თუმცა 2013 წლის 07 მაისს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება ამნისტირებული იყო.

   უნდა აღინიშნოს, რომ, რადგან მოცემული საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მნიშვნელოვან ზიანს. ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაზეც ,,ამნისტიის შესახებ კანონი" ავტომატურად არ ვრცელდება.

   გარდა ამისა, ცხადია, რომ გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო თუ რა მიზნით ხდებოდა დოკუმენტების გაყალბება და თავიდანვე მოეხდინა ჩადენილი ქმედების სათანადო მუხლით დაკვალიფიცირება. როგორც უკვე აღინიშნა,  გამოძიება სისხლის  სამართლის კოდექსის 3441-ით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას  ყალბი საბუთების გამოყენებით) დაიწყო მხოლოდ დაახლოებით ორი თვის წინ.

   აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, საგამოძიებო ორგანოები  ამ დრომდე მხოლოდ საქმის აღძვრით შემოიფარგლნენ და კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე  დაწყებული არ არის.

   აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც დამატებით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში გამოძება უნდა მიმდინარეობდეს 3441-ის მე-3 ნაწილით, ნაცვლად მე-2 ნაწილისა. ასევე შესაძლებელია გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნებიც.

   საქმის მნიშვნელობიდან, ბავშვთა უფლებების სენსიტიურობიდან და მსგავსი დანაშაულის სამომავლო პრევენციის აუცილებლობიდან გამომდინარე, საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უზრუნველყონ საქმეზე სწრაფი, ობიექტური და ეფექტური გამოძიების წარმართვა"-აცხადებს საია.