Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
25-04-2014, 19:47
ნანახია: 721

ელისო კილაძე  სკანდალურ ვიდეომასალას ასაჯაროებს

ქრონიკა +"-ის მთვარი რედაქტორი ელისო კილაძე  ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ქევხიშვილის დაკავების შემდეგ სკანდალურ ვიდეომასალას ასაჯაროებს.

"ის რაც დღეს ყვარელში ხდება, პირდაპირი დარტყმაა "ქართულ ოცნებაზე" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. სამწუხაროა, რომ პროცესებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობს. მე ვასაჯაროებ ვიდეომასალას, რომელიც რამდენიმე ხნის უკან კახეთიდან გამომიგზავნეს, კადრში ჩანს ყვარლის პოლიციის  უფროსის ამჟამინდელი მოადგილე ლევან ცუკოშვილი, რომელიც არჩევნების შემდეგ ამ თანამდებობაზე გენერალ თამაზ თამაზაშვილის პირადი რეკომენდაციით დაინიშნა, არჩევნების წინ ცუკოშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქციის ავანგარდში იდგა და კოლონასთან ერთად "დამთავრდა ბიძინაობა", ძირს ბიძინაო" , – შეძახილებით, ყვარელში გადაადგილდებოდა. ამ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული გახლავთ ის, რომ ამ კადრების გადამღებმა პირმა სიცოცხლე საეჭვო ვითარებაში, თვითმკვლელობით დაასრულა.

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ზედელაშვილს, რომელიც პირადად იმყოფება ამ წუთებში ყვარელში, განმარტებები გააკეთოს ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ლევან ცუკოშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, ისევე როგორც დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა ვიდეომასალის ოპერატორი" – განუცხადა "პრაიმერს" "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის კვერცხების დაშენის ბრალდებით დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.