დავით ქევხიშვილი:-"გრძელდება ის, რასაც ვებრძოდით"

დავით ქევხიშვილი:-"გრძელდება ის, რასაც ვებრძოდით"

   ყვარლის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით ქევხიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა, მას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ქევხიშვილის განცხადებით დღესაც ზუსტად ის პროცესები გრძელდება, რასაც 2012 წლამდე ებრძოდა.

   -"უბრალოდ ძალიან  საწყენია ის ფაქტი, რაც რეალურად მოხდა და რაც სამი თვის განმავლობაში ხდება. ამას ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვებრძოდით 2012 წლამდე და ხორციელდება დღესაც. ეს არის ზეწოლა საკრებულოზე", – განაცხადა ქევხიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ქევხიშვილი და 17 პირი-გიორგი დარიაშვილი, მამუკა შაროვი, ნიკოლოზ მესაბლიშვილი, ლევან ხუციშვილი, ვალერი გოგსაძე, ლაშა ყიზილაშვილი, ვანო მალაციძე, სერგო მამაგულაშვილი, ბერდია გეზელიშვილი, ვახტანგ პაპოვი,  შამილ კახიტაევი, მიხეილ მზექალიშვილი, შალვა რცხილაძე, რევაზ ასათიანი, არსენ ნაცვლიშვილი და ილია ბეროშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. 

    ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან ერთად დაკავებულ 17 პირს სასამართლომ გირაოს სახით 400-400 ლარის გადახდა დააკისრა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: