Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
28-04-2014, 13:55
ნანახია: 1191

ჯონდი ბაღათურია:-

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ანტიდისკრიმინაციულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

   -"დღეს პარლამენტში დროის გმირები იბადებიან. ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით პარტიოტული აზრი მხოლოდ გედი ფოფხაძემ, კახა ოქრიაშვილმა და მაისურაძემ გამოთქვეს. გედი ცემი მეგობარია და მიხარია, რომ ასეთი ღირსეული და უშიშარი მეგობარი მყავს. მან არ დაიხია უკან, ბევრი ეუბნებოდა, რომ საზოგადოებრივი აზრის გეშინიაო, მაგრამ თავისი პოზიცია გარკვევით და ხმამაღლა დააფიქსირა. ეშინიათ იმათ, ვინც ამ კანონს ხმას აძლევს და ეშინიათ იმ გრანტიჭამია არასამთავრობოებს, რომლებიც გრანტებით ჯიბეს ისქელებენ. აი, ამ ფულის დაკარგვის ეშინიათ. ფულისთვის და თანამდებობებისთვის პარლამენტის წევრები ყიდიან სამშობლოს. ბოლშევიკების დროს გვქონდა "წითელი კომისრების" დიქტატურა, ახლა "ცისფერი კომისრების" დიქტატურა უნდა დამყარდეს, რასაც ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს. ამას არ შევარჩენთ, არ გადავყლაპავთ და "სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს". უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ეს კანონი ნიშნავს პირდაპირ, ღიად და აშკარად საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ჯარში პენიტენციალურ სისტემაში, პოლიციაში, მართლმსაჯულებაში განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების შესვლას. ასეთ ადამიანებს ეძლევათ დონორობის საშუალება, ეს კი საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ყველამ კარგად იცით შიდსის ყველაზე დიდი მატარებელი რა კატეგორიის ადამიანები არიან. პირველ კენჭისყრაზე 108 ხმა იყოს ნულის წინააღმდეგ, სირცხვილი არ არის? "ცისფერი დიქტატურის" წინააღმდეგ ერთი ხმა არ შეიძლებოდა ღირსების თვალსაზრისით წინააღმდეგი რომ ყოფილიყო? ჩემი აზრით ეს სამარცხვინო პოზიციაა."