Iverioni
«    თებერვალი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2021 (8)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
28-04-2014, 15:16
ნანახია: 870

   2014 წლის 28 აპრილს "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გია კობახიძემ და საფინანსო-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეიძემ ბრიფინგი გამართეს. 

   გია კობახიძე:

   "ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს და გვინდა, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით, კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით განვაცხადოთ, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური ძალები გარიგებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან".

2012 წლის ნოემბერში, პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წელს გაწეული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია. ეს ის აუდიტის სამსახურია, რომელიც იმავე (წინასაარჩევნო) პერიოდში სადამსჯელო იარაღს წარმოადგენდა კონკურენტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ბრძოლაში.

   საპარლამენტო კომისიამ, 2013 წლის მაისის თვეში დაასრულა რა აუდიტის სამსახურის შემოწმება,შედგა შესაბამისი ანგარიში, რომელიც ხსენებული საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მიერ 26 ივნისს გატანილ იქნა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის მიერ მისი მოსმენის შემდეგ, კენჭი ეყარა კომისიის ანგარიშს და კომისიის მიერ გაწეული მუშაობა შეფასებულ იქნა დამაკმაყოფილებლად.

   კომისიის ანგარიშში რამდენჯერმე ნათლად არის აღნიშნული, რომ  აუდიტის სამსახურის საქმიანობა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით ისეთი ხასიათის დარღვევებს შეიცავდა, რომელთა სამართლებრივი შეფასება, აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოების მიერ უნდა მომხდარიყო.

ანგარიშში ვკითხულობთ: "კომისია თვლის, რომ კომისიის დასკვნა, დასკვნაში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უფლებამოსილების მიხედვით განხილვისა და რეაგირებისათვის, წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას".

   აღნიშნული მასალები უკვე თითქმის წელიწადია საქართველოს პარლამენტს არ აქვს გადაცემული პროკურატურისათვის. 

   ყოველივე ზემოთქმულიდან  გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გარიგებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ამ ურთიერთობამ კომპლექსური ხასიათი შეიძინა. გვაქვს სრული უფლება, ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესების გარდა შეიძლება იკვეთებოდეს კორუფციული სქემებიც." 

 

   მამუკა ჩხეიძე:"მინდა დავამატო, აღნიშნული ანგარიშის ცალკეული ეპიზოდები გაშუქებულ იქნა სხვადასხვა მედია საშუალებებით.

უკანონო, მრავალათასიანი შრომის ანაზღაურების გაცემა, პრემიების გაცემის სისტემა, რომელსაც პირდაპირ შეიძლება საბიუჯეტო სახსრების მითვისების კვალიფიკაცია მიეცეს, მშენებლობის განხორციელებების დროს გამოვლენილი მიწერის ფაქტები და ა.შ.. უამრავი, ასეულ ათასობით ლარის მოცულობის ფინანსური სახის დარღვევები. 

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, რომ განუმარტოს საზოგადოებას, რატომ იმტვერება ეს მასალები პარლამენტის კანცელარიაში? ვინ დაბლოკა აღნიშნული ანგარიშის დაუყოვნებელი გადაგზავნა საქართველოს პროკურატურაში, რომელიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ვინ აარიდა შესაძლო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისთვის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესწავლილ უნდა იქნეს აღნიშნული ეპიზოდი.

ანუ, პარლამენტში მოწონებული აუდიტის სამსახურის შემმოწმებელი კომისიისმ უშაობა, რომლის მიერ შედგენილი შემოწმების ანგარიში შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რატომ და ვისი ბრალეულობის გამო დარჩა რეაგირების გარეშე, რითაც ბუნებრივი ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს. 

აღნიშნულ მიმართვას ჩვენ გადავაგზავნით როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მთავარ პროკურატურაში."